მეუფე იაკობი: “სამართლიანად მივიღე, რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდით, ხომ ხედავთ მას რა დაემართა”ივნისი 1, 2020

სინოდის წინა სხდომაზე რომ შევდიოდით, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო და სამართლიანად მივიღე, რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდით, ხომ ხედავთ მას რა დაემართა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე: შემდეგ სინოდის სხდომაზე განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს საკითხი, მტავარეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომა გაიმართება. ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა მამა ანდრიას (ანდრია სარია) დასჯა, მეუფე იაკობმა დასძინა, რომ „ღმერთი არავის სჯის“.

„ისინი თავს თვითონ ისჯიან, თორემ ღმერთი, ან ჩვენ კი არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს. შეიძლება, ეპიტიმია დავადოთ, ხოლმე. როცა ვერ ხვდებიან და ღმერთს მიატოვებენ, მადლის გარეშე რჩებიან მერე საწყლად. ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ – თქვენ თუ სხვები და გააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ“,- განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ბოდბელი მტავარეპისკოპოსის განცხადებით, არქიმანდრიტი ათენოგენე, რომელსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება შეუჩერა, მეუფე პეტრეს გავლენის ქვეშ არის.

„ის, ათენოგენე პეტრეს გავლენაშია. ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც იტყვის, იმას აკეთებს. მეუფე გრიგოლი სჯულის კანონით აბსოლუტურად სწორი იყო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, კითხვაზე, სინოდის შემდეგ სხდომაზე განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს საკითხი, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მარტვილის, სოფელ ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა. არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება უკავშირდება იმას, რომ მან ღვთისმსახურებაში არ მოიხსენია კათოლიკოს – პატრიარქი ილია მორე და მხარს უჭერს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას.