მეუფე გრიგოლი – არქიმანდრიტს მსახურება აღუდგება, თუ ლოცვებში პატრიარქის მოხსენიებას კვლავ დაიწყებსივნისი 7, 2020

ბალდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარს, ღვთისმსახურების უფლება მას შემდეგ მიეცემა, რაც ის ლოცვებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოხსენიებას დაიწყებს. ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტი გრიგოლი განმარტავს, წოდება არქიმანდრიტ ათინოგენეს ჩამორთმმეული არ აქვს.

„არქიმანდრიტ ათინოგენეს ჩვენ ხუთჯერ შევხვდით, მე ვიყავი იმ მონასტერში, თვითონაც მოდიოდა და ვსაუბროდით. მას ჰქონდა განცდები, რომ რაღაც აზრები აწუხებდა პატრიარქის მიმართ. არქიმანდრიტი არის მღვდელი, უბრალოდ არ აქვს კურთხევა, რომ ახლა ჩაატაროს მღვდელმსახურება. ხარისხი არ ჩამოერთვა. ბერული ლოცვები უნდა ჩაატაროს, მაგრამ როგორც მღვდელი, არ აქვს კურთხევა მღვდელმსახურება ჩაატაროს. წოდება დარჩა. თუ მეტყვის, რომ მე მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს, შემინდეთ რომ ეს მომივიდა, ეგრევე აღუდგება [მღვდელმსახურება]“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.

ცნობისთვის, არქიმანდრიტ ათინოგენეს მღვდელმსახურება 29 მაისს შეუჩერდა.