სტამბოლის აია სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურების ჩატარებას 15 ივლისს ვარაუდობენივლისი 2, 2020

თურქეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტამბოლის აია სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლა  ქვეყნის პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებას შეუძლია. მოსამართლეთა აზრით, თურქეთის პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის 1934 წლის ბრძანება ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსი მინიჭების შესახებ, იყო და რჩება კანონიერად. თუმცა, ქვეყნის ამჟამინდელ მმართველს რეჯებ თაიპ ერდოღანს აქვს უფლება, შეცვალოს, ან შეუნარჩუნოს ტაძარს სტატუსი.

დღესვე, ტაძრის საკითხზე სტამბოლის საქალაქო საბჭოში იმსჯელეს, რასაც სულ 17 წუთი დაეთმო. საბჭოს გადაწყვეტილება 15 დღეში გამოქვეყნდება.

თავის მხრივ, თურქული მედია იმედოვნებს, რომ პირველი მუსლიმური მსახურება აია სოფიას ტაძარში შესაძლოა, უკვე, 15 ივლისს შესრულდეს, რომელიც 2016 წლის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების წლისთავს მიეძღვნას.

 ცნობილია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წინააღმდეგია აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს. ტაძარი 1985 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.