“ციანიდის საქმის” ყველა ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს – “ინტერპრესნიუსი”ოქტომბერი 3, 2017

ე.წ ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება.

თავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უფლებადამცველმა განუცხადა, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რაზე დაიბარეს გამომძიებლებმა საგამოძიებო უწყებაში.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატების დაკითხვა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი