მსოფლიო პატრიარქი – ტაძრების მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენააგვისტო 23, 2020

ფაქტია, რომ წმინდა სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.

„სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომელიც აჩვენებდნენღმერთის სიტყვის ჭეშმარით განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა და სხვა ფრესკები – სულისთვის სამოთხისეული საკვებია და დაუშრეტელი სიხარული“ – აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

მისი თქმით, ეს ძეგლები მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნებიან.

„ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობისა და მშვიდობის ღმერთს, რათა მან გაანათლოს პასუხისმგებელ ადამიანთა გონება და გული“ – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომეოსმა, რომელმაც პირველად გააკეთა კომენტარი მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა აია სოფიას ტაძარსა და ხორას მონასტერს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა.