ხევსურეთში გადაცვლილთათვის სიონის ტაძარში პანაშვიდი შეასრულდებააგვისტო 27, 2020

27 აგვისტოს 19:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდება საერთო პანაშვიდი ხევსურეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა განტავსებული.

შატილის გზაზე 23 აგვისტოს ავტოკატასტროფის დროს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა.

ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.