“ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ” – მეუფე იაკობი პირად ქონებაზესექტემბერი 6, 2020

მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი მღვდელმთავრები სჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ.

„ტელევიზიით გადის ხოლმე მღვდელთმთავრების ქონებებზე, სჯულის კანონიდან ვიღაცები მოჰყავთ ხოლმე… რჯულის კანონი რომ გადაშალოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ. პირადად ჩემზე თუ გაინტერესებთ, ეკლესიაში რომ წავედი მთელი ჩემი ქონება დავთმე და გადავეცი, მაგრამ ვისაც აქვს, არავითარი დანაშაული არ არის, რჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ. არასწორად განმარტავენ ხოლმე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფეს თქმით, ეკლესიას მტრები ებრძვიან.

„შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით, ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონებაო.. მაგათ ეგ აინტერესებთ? ეკლესიის დამცრობა უნდათ იმიტომ, რომ შეკვეთა აქვთ ჩვენი მტრებისგან იმისი, რომ ინდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. დღესაც შევხედოთ თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ჩვენს ეკლესიას იქ იურისდიქცია გაგვაჩნია. სახელმწიფოს არ გააჩნია. ქვეყანა დიდი გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო დაგვიპატარავდა და ვინ იბრძვის ამისთვის? ვინც ებრძის ეკლესიას, დიქტორებზე არ მაქვს საუბარი, რომ გამოდიან გოგო-ბიჭები და ტელევიზორიდან რომ გვესაუბრებიან, მე მაქვს საუბარი იმათზე, ვინც მართავს ტელევიზიებს, ჩვენ რა არ ვიცით რა ფულით სპონსორდებიან? ისინი ებრძიან საქართველოს წარსულს, საქართველოს აწმყოს და საქართველოს მომავალს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.