წმინდა სინოდის წევრები დავით გარეჯთან დაკაშირებულ მოვლენებს ეხმაურებიანოქტომბერი 11, 2020

წმინდა სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დავით გარეჯის სკითხზე განვიატრებულ მოვლენებს ეხმაურებაინ. მათ დღეს ჟურნალისტებთან საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა.

მან ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დავით გარეჯის ორი მონასტერი – ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს საზღვრებში მოექცევა.

„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა.

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება“, – ამბობს მეუფე გრიგოლი.