საპატრიარქო – სვეტიცხოველთან მისასვლელად ავტომანქანის საშვები საჭირო არ იქნებაოქტომბერი 13, 2020

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა – სვეტიცხოვლობას. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას აქვეყნებს: 

“სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე  ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

14 ოქტომბერს  წირვა დაიწყება 10:00   საათზე.

ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია” – აღნიშნულია ინფორმაციაში.