კახა კუკავა – სინოდის წევრზე საქმის აღძვრა პროკურატურამ ვერ გარისკაოქტომბერი 4, 2017

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ უშუალოდ სინოდის წევრზე სისხლის სამრთლის საქმის აღძვრა პროკურატურამ ვერ გარისკა და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირი დააკავა. კახა კუკავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ციანიდის საქმეზე ნელ-ნელა გამოიკვეთა მოტივი:

1) პატრიარქმა ერთ ჯგუფს (მთავრობასთან დაახლოებულს) ჩამოართვა ქონების მართვის უფლება და გადასცა მეორეს;
2) პროკურატურამ ამ მეორე ჯგუფის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. უშუალოდ სინოდის წევრზე ვერ გარისკა და დააკავა მასთან დაკავშირებული სასულიერო პირი, თუმცა მუდმივად კეთდება განცხადებები პროკურატურასთან ასოცირებული “უფლებადამცველების” მიერ რომ საქმეში არის სხვა მასალებიც “სხვა პირებზე”.