დაკავებული დეკანოზის ადვოკატები მათ გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენოქტომბერი 4, 2017

ე. წ. ციანიდის საქმის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელიც თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.
რამიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მის მიმართ დასმულ კითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

“კმკითხეს, მქონდა თუ არა შეხება გასაჯაროებულ ჩვენებებთან. მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალშია, ვის შეეძლო აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ იყო შესაძლო წყარო”, – განაცხადა რამიშვილმა.

კითხვაზე, რატომ მოითხოვა გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით, მისი თქმით, ეს მისი არჩევანია და ამაში არ არის ნდობა-უნდობლობის საკითხი.

“რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში, უკეთესია”, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა პირის გამოკითხვა.

“მე პროკურატურაში მიპასუხეს, რომ აბსოლუტურად ყველა დაიკითხება – როგორც პროკურორები, ასევე ჟურნალისტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმესთან”, – განაცხადა რამიშვილმა.

წყარო: ინტერპრესსნიუსი