პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ რუსთავი 2 მისი განცხადების არასრულყოფილად გავრცელებაში დაადანაშაულაოქტომბერი 4, 2017

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მისი განცხადების არასრულყოფილად გავრცელებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ზვიადაძე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, „რუსთავი 2“–ისთვის ინტერვიუს მიცემისას უმთავრესი მიზანი იყო, წმინდა ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაცვა იმ მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან, რაც დღეს მიმდინარეობს, მაგრამ ინტერვიუს ეს ნაწილი არ გაშუქებულა.

პროტოპროსვიტერის განმარტებით, სიუჟეტში მისი სიტყვები ისეთ კონტექსტში იყო გამოყენებული, რომ მსმენელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნებოდა. მამა გიორგი უარყოფს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების მინიჭების გამო დაუპირისპირდნენ.

ვრცლად: ინტერპრესნიუსზე