საბერძნეთის პარლამენტმა ათონის მონასტრებს საგადასახადო შეღავათის დაწესებაზე უარი უთხრააგვისტო 14, 2017

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც იგეგმებოდა ათონის წმინდა მთის მონასტრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ათონის მთის მონასტრები ისევე გადაიხდიან მოგების გადასახადებს, როგორც კლუბები და კაფეები. მათივე ცნობით, მაღალი გადასახადების გამო, ისინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან და სრულყოფილად ვერ შეძლებენ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მოღვაწეობას.

კანონპროექტი პარლამენტში სამთავრობო პარტია “სირიზას” და კიდევ ორი პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს. კანონპროექტის მიხედვით, ათონის მონასტრების უძრავი ქონების ობიექტები გადასახადებისგან უნდა გათავისუფლებულიყო.