თიანეთში წმინდა სამების სახელობის ახალი ტაძარი ეკურთხააგვისტო 14, 2017

თიანეთში, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ეკურთხა, რომელიც წმ. სამების სახელზე აშენდა.

საპატრიარქოს ვებგვერდის ინფორმაციით, ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ამ მხარისათვის, რადგან აქ კათედრალი პირველად აიგო. ეკლესიაში აღევლინა პირველი საზეიმო წირვა, შემდეგ კი გუმბათის ჯვარი იკურთხა.

ტაძრის კურთხევას ესწრებოდა ათი მღვდელმთავარი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.