ათონზე წმინდა პაისის სახელობის ტაძრის მშენებლობა სრულდებააგვისტო 15, 2017

ათონის წმინდა მთაზე წმინდა პაისი ათონელის სახელობის ტაძრის მშნებლობა დასასრულს უახლოვდება. მისი მშენებლობა 2016 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც პაისი მთაწმინდელის კანონიზება მოხდა.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კედლებისა და გუმბათის მშენებლობა და მიმდინარეობს ცალკეული შიდა სამუშაოები, რომელთა დასრულება რამდენიმე თვეში იგეგმება.

მონასტრის საძმო იმედოვნებს, რომ ახალი ტაძარი მიმდინარე წლის შემოდგომასა და 2018 წლის ივნისამდე პერიოდში ეკურთხება.

ტაძრის პროექტი შეიმუშავა და შენდება წმინდა პაისი ათონელის სულიერი შვილის ექვთიმეს მიერ. მან ქრისტეს აღდგომის კელიაში სამონასტრო საძმო შექმნა.