საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცაოქტომბერი 23, 2017

საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა.

ახალ საკათედრო ტაძრის ინაუგურაცია დღეს გაიმართა. საზეიმო წირვა, ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, ბენლუქსის ქვეყნებში წარმოდგენილი ავტოკეფალური ეკლესიების იურისდიქციაში მყოფმა მაღალმა იერარქებმა და სამღვდელოებამ აღავლინეს.

ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) იმსახურებს.

საზეიმო წირვას ბელგიასა და ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები და საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.

წყარო: 1tv.ge