პატრიარქი კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავსოქტომბერი 24, 2017

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“გულითადად გილოცავთ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობა თქვენ დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყეთ, მაგრამ ენერგიულობით და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

ინფორმაციას ”ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
IPN.GE