არქეოლოგებმა ბიბლიური ისტორიის დამადასტურებელი ჭურჭლის სახელოსნო აღმოაჩინესაგვისტო 15, 2017

არქეოლოგებმა უძველესი ქალაქის – გალილეის კანის მახლობლად, დიდი სარიტუალო ჭურჭლის დამამზადებელი სახელოსნო იპოვეს, რომლის შესახებაც ბიბლიაში, წყლის ღვინოდ გადაქცევის ისტორიაშია ნათქვამი.

იოანეს სახარების მიხედვით, თავისი პირველი სასწაული იესო ქრისტემ გალილეის კანაში, ქორწილში აღასრულა. როდესაც ღვინო გამოილია, ქრისტემ უბრძანა წყლისთვის განკუთვნილი ქვის ექვსი ჭურჭელი აეღოთ, რომელიც, დაახლოებით, 40 ლიტრამდე წყალს იტევდა. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ ასეთ ჭურჭელს იუდეველები ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში  გამოიყენებდნენ.

არქეოლოგებმა გაარკვიეს, რომ ასეთი ჭურჭელი კირქვისგან მზადდებოდა და არა კერამიკისგან.

“ამ არჩევანის მიზეზი, როგორც ჩანს, რელიგიური იყო, რადგან ძველი ებრაული რიტუალური სამართლით, კერამიკისგან დამზადებული ჭურჭელი, ადვილად ხდებოდა უწმინდური. ამიტომ უნდა დამსხვრეულიყო” – განაცხადა გათხრების ხელმძღვანელმა იონათან ადლერმა.

მისი თქმით, კირქვა რიტუალურად უწმინდურ მასალად არ მიიჩნეოდა, ამიტომ მას აქტიურად იყენებდნენ. მეცნიერები გააოცა იმ ფაქტმა, რომ სახელოსნო გალილეაში მდებარეობს, რადგან მანამდე აღმოჩენილი ანალოგიური ობიექტები, უმეტესწილად, იერუსალიმში მდებარეობდა.