საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხებზე მუშობას იწყებენნოემბერი 3, 2017

საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის ერთობლივ მუშობას იწყებენ. ინფორმაცია წალკის მიტროპოლიტმა დაადასტურა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადბით, პირველ ეტაპზე იგეგმება აფხაზეთში ჩასვლა და მრევლთან შეხვედრა, მისი თქმით, რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონში ქართულ იურისდიქციას აღიარებს.

მეუფე გრიგოლი კაცია ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, ვინც საქართველო-რუსეთის ერთობლივი სამუშო ჯგუფის წევრად ივარაუდება. მისი ჩართვის მიზანშეწონილობაზე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევთან შეხვედრაზე საქართვლოს კათალიკოს პატრიარქმა განაცხადა.

რუსთავი 2