უწმინდესმა სამების ტაძარში ბავშვები დალოცანოემბერი 4, 2017

შაბათ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა დღესვე ბავშვები დალოცა. ”ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”,- განაცხადა ილია მეორემ.
ასევე, სამების ტაძარში ”წმინდა დიმიტრის შაბათთან” დაკავშირებით, მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდი პანაშვილი შესრულდა.
”ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს ჩვენი წინაპრები სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა უწმინდესმა ტაძარში მსახურების დასრულების შემდეგ.