დეკანოზი ილია ჭიღლაძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებნოემბერი 5, 2017

დეკანოზი ილია ჭიღლაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამ იდეისადმი თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს და საკუთარ აზრს განმარტავს.

“დღეს ზოგიერთი პატრიოტულ-ქრისტიანული შეფერილობის განწყობების მქონე ადამიანებისგან ხშირად გვესმის ფრაზა: “მართლმადიდებლობა გამოვაცხადოთ სახელმწიფო რელიგიად!” ამაზე უფრო ანტიმართლადიდებლური ფრაზა იშვიათად თუ მოძრაობს ჩვენს საზოგადებაში და აი, რატომ: სახელმწიფო რელიგიის სტატუსი გულსხმობს, ამ რელიგიური ინსტიტუტის ( ამ შემთხევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის) სრულ და ტოტალურ კონტროლს სახელმწიფო უწყებებს მიერ, ეს კი ბევრი განსჯის გარეშე, გულსხმობს ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის კვდომას და გამიწიერებას. ამიტომ: ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოშორდეს ეს ბნელი, შუა საუკუნოებრივი, ანტიეკლესიური ფრაზა მეტყველებიდან. სხვათაშორის, ამ აზრის (მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება) საწინააღმდეგო პოზიცია და არსებული კონსტიტუციური ნორმის დამაკმაყოფილებლობის შესახებ არაერთგზის განუცხადებია მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს, მაგრამ მავანთა გონებამ მაინც ვერ, თუ არ გადახარშა…
P.S.ზოგიერთის მიამიტური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი კი ნამდვილად ღიმილის მომგვრელია: თითქოს სხვა სექტების, თუ რელიგიების არსებობა შეწყდება ამით. მეგობრებო: სახელმწიფო რელიგია არ, და ვერ აუქმებს სხვა კონფესიების არსებობას ქვეყანაში” – წერს სასულიერო პირი.