რუმინეთის პატრიარქმა კლინიკებს 65 ათასი ევროს ღირებულების აპარატურა აჩუქააგვისტო 15, 2017

რუმინელმა მართლმადიდებლებმა 65 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა ქვეყნის სამედიცინო კლინიკებს გადასცეს. ქვეყნის ერთ-ერთმა ეპარქიამ კი 16 ათასი ევროს ღირებულების სპორტული აღჭურვილობა ტანვარჯიშში ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს შეუძინა.

რუმინეთის პატრიარქმა დინიელმა რამდენიმე კლინიკას 20 სამედიცინო აპარატი გადასცა, რომლებიც პედიატრიაში გამოიყენება.

ეკლესიის მეთაურმა შემომწირველებს მადლობა გადაუხადა და სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ მორწმუნეები სულიერის გარდა, იმ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ, ვისაც მკურნალობა სჭირდება.

2015 წლიდან დღემდე, რუმინეთის პატრიარქს, შემოწირულობის სახით, სამედიცინო აპარატურაზე 190 ათასი ევრო აქვს დახარჯული