პატრიარქმა ილია ჭავჭავაძის საფლავზე პარაკლისი გადაიხადანოემბერი 8, 2017

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით მთაწმინდაზე, მის განსასვენებლთან პარაკლისი გადაიხადა.

7 ნოემბერს საქართველოს  საპატრიარქოში შედგა წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილთ და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა.

წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში.

“წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.

თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.

ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.

შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!” – აღნიშნა პატრიარქმა.

წყარო: საპატრიარქოს ვებგვერდი