რომის პაპი მესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების გამო წუხსნოემბერი 9, 2017

რომის პაპი ფრანცისკე ღვთისმსახურების დროს მორწმუნეების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების გამო წუხილს გამოთქვამს.

„როდესაც მესის დროს მღვდელი ამბობს: „ზე გვაქვდინ გულნი“, ეს არ ნიშნავს, რომ ის ამბობს – „აწიეთ თქვენი ტელეფონები და ფოტოები გადაიღეთ“. ეს ძალიან ცუდია და ძალიან ვწუხვარ, როდესაც მესას ვატარებ მოედანზე ან ბაზილიკაში და ვხედავ უამრავ ტელეფონს არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ მღვდლებისა და ეპისკოპოსების ხელში“ – განაცხადა პონტიფიკოსმა.

პაპი მოუწოდებს მრევლს, გაიაზრონ ღვთისმსახურების საიდუმლოება და საკუთარ თავს კითხონ  – ბავშვს პირჯვრის წერა როგორ ასწავლან, რატომ იდრეკენ მუხლს ღვთისმსახურების დაწყების წინ.

„მესა – ეს არ არის სპექტაკლი… დაიმახსოვრეთ: არავითარი ტელეფონები“ – განაცხადა რომის პაპმა.