ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აკრძალესნოემბერი 10, 2017

მომავალი წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ განკარგულება რომის პაპმა გამოსცა.

„წმინდა საყდარი ვერ იქნება დაკავშირებული საქმიანობასთან, რომელიც აშკარად ვნებს ჯანმრთელობას“ – განაცხადა პონტიფიკოსის პრესმნდივანმა გრეგ ბიორკმა.

ამ დროისთვის ვატიკანის თანამშრომლებისთვის სიგარეტი დაბალ ფასში იყიდება და წმინდა საყდრისთვის სიგარეტის ბიზნესი შემოსავლის წყაროა. გამოცემა „ესპრესოს“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს თვეში მხოლოხ ხუთი კოლოფი სიგარეტი ეკუთვნის, ათასობიტ ადამიანს, რომლებსაც უფლება არ აქვთ, მაინც მიაქვთ იაფად ნაყიდი სიგარეტები სახლში.