ტეხასში იმ ტაძარს დაანგრევენ, სადაც დამნაშავემ 26 ადამიანი მოკლანოემბერი 10, 2017

ტეხასის შტატის საზერლენდ-სპრინგსში იმ ეკლესიას დაანგრევენ, სადაც 5 ნოემბერს 26 ადამიანი დაცხრილეს. ეკლესიის ადგილას კი ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალს ააგებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „NBC“ იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ინიციატივა პასტორ ფრენკ პომერას ეკუთვნის. მისი თქმით, ეკლესიაში ღვთისმსახურება უნდა შეწყდეს, რადგან 5 ნოემბრის მოგონებები საკმაოდ ძლიერია.

ეკლესიის მრევლმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, შეწირულობის გასაღებად აღნიშნული მემორიალის მშენებლობისთვის.

გასულ კვირას ცეცხლსასრული იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა დევიდ კელიმ ბაპტისტურ ეკლესიაში მრევლს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. დამნაშავემ, რომელსაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა დაჭრა, თავი მოიკლა.