კახა კალაძე პატრიარქს შეხვდანოემბერი 13, 2017

თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, გუშინ უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, უწმინდესმა კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები დალოცა, ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის დასასრულ პატრიარქმა ახალარჩეულ მერს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის ხატი გადასცა.

IPN.GE