დღეს, პატრიარქი 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდისნოემბერი 13, 2017

დღეს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება. მანამდე, 16:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა ”დავითიანნის” ორგანიზებით, გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ყოველი წლის 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების წინ, 100 000 ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

IPN.GE