ათონის მონასტრის წინამძღვარი – დღეს ბოროტმა ძალამ ძალიან მაღლა ასწია თავისი დროშანოემბერი 13, 2017

დღეს ბოროტმა ძალამ ძალიან მაღლა ასწია თავისი დროშა. ცოდვის ადამიანები ეწაფებიან საკუთარი ვნებები ორიენტირად და მისაბაძად აქციონ. ამის შესახებ ათონის მთის დოქიარის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგორი ზუმისმა გააცხადა.

ის საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას და მსურველებისთვის ჰაშიშის თავისუფლად მოყვანის ნების დართვას აპირებს: „ხელისუფლებას სურს, ჩვენ პროტესტი არ გამოვხატოთ და ამ შემთხვევაშიც გავჩუმდეთ. საშიში და ისტორიაში უპრეცენდენტო საქმეა – სასიკვდილო მცენარის მოყვანაზე ნების დართვა“ – განაცხადა სასულიერო პირმა.

მისი თქმით, მართლმადიდებლებმა შეცდომა არ უნდა დაუშვან და უღმერთო ხელისუფლებას არჩევნებზე ხმა არ უნდა მისცენ. „ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის, ვისაც წარადგენენ ალტერნატიულ კანდიდატად მთავრობაში, კიდევ უფრო მეტად აგრესიული შეიძლება გახდეს ეკლესიასთან მიმარტებაში. ეს ორმაგი უბედურებაა! მონეტას ორი მხარე აქვს. ვშიშობ, უღმერთობა და ცოდვა ახალი რედაქციით არ გამოვიდეს. ხალხო, იყავით ფრთხილად! იგნორირება არაფერს უშველის, ასევე ვერც ვერაფერს გააკეთებ“ – აცხადებს გრიგორი ზუმისი.