მეტეხის ხიდზე წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისი გაიმართანოემბერი 13, 2017

მეტეხის ხიდზე წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

პარაკლისს დაესწრო ქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტარები, ასევე, სხვადასხვა ტაძრების მრევლი, სასულიერო პირები.

პარაკლისის შემდეგ პატრიარქმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა მტკვარში ყვავილები ჩაუშვეს. პატრიარქმა და თბილისის მერმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.
IPN.GE