ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსების ვიზიტი კათოლიკოს-პატრიარქთანნოემბერი 13, 2017

13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ჰანს-იოახიმ კიდერლენი ეწვია. ის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კათოლიკოს-პატრიარქს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ესტუმრა.

ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ახალი ეპისკოპოსი _ მარკუს შოხი წარუდგინა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად სოციალური და საქველმოქმედო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.