ქრისტიანთა რაოდენობის შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდანოემბერი 14, 2017

Pew Research Center“-ის ახალი კვლევის თანახმად, ბოლო ასწლეულში, მსოფლიოში მართლმადიდებელ ქრისტიანთა რაოდენობა 260 მილიონს შეადგენს. ამ კვლევის მიხედვით, მართლმადიდებელთა რაოდენობა 12 %-ს შეადგენს, 100 წლის წინ კი 20 %-ს შეადგენდა. ამის შესახებ „Christiantoday.com“ იუწყება, რის შესახებაც “uoj.org.ua” წერს.

ამ კვლევით, დღეისთვის ხუთიდან ოთხი ქრისტიანი ევროპაში ცხოვრობს – 77 %, მაშინ როდესაც საუკუნის წინ, მათი რაოდენობა 91 % იყო. მათ შორის, დაახლოებით, მეოთხედი კათოლიკე – 24 % და 1/8 პროტესტანტი – 12 % ევროპაში ცხოვრობს.

მეცნიერთა განცხადებით, მართლმადიდებელთა წილის შემცირება ქრისტიანთა შორის დაკავშირებულია ევროპაში დემოგრაფიულ ტენდენციებთან, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია.

ევროპის გარეთ, ყველაზე მეტი მართლმადიდებელი ეთიოპიაში ცხოვრობს – 36 მილიონი, რაც მსოფლიოში მართლმადიდებელი ადამიანების დაახლოებით 14 %-ია.