რომის პაპს „Lamborghini“-მ სპორტული ავტომანქანის უნიკალური ეგზემპლარი აჩუქანოემბერი 15, 2017

იტალიურმა საავტომობილო კომპანიამ „Lamborghini“ რომის პაპს ფრანცისკეს „Huracan“-ის მოდელის უნიკალური ეგზემპლარის სპორტული ავტომობილი აჩუქა, რომლის გაყიდვაც აუქციონზე იგეგმება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

პაპმა ნაჩქურ ავტომანქანაზე ფლომასტერით საკუთარი ავტოგრაფი უკვე დატოვა.

მანქანის გაყიდვა სააუქციონო სახლ „Sotheby`s“-ზე იგეგმება და მისგან შემოსული სრული თანხა ქველმოქმედების მიზნით, პაპის განკარგულებაში გადავა. წმინდა საყდრის ბეჭდვითი სამსახურის ინფორმაციით, თანხა ერთდროულად სამი პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯება – პირველი პროექტი სირიელი ქრისტიანების საცხოვრებელი სახლების აღდგენას უკავშირდება, მეორე – კათოლიკური თემის მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც ქალებს და ყოფილ მეძავებს ეხმარება, ნაწილი თანხისა კი, ორ იტალიურ საქველმოქმედო ფონდს გადაეგზავნება, რომლებიც აფრიკაში ქალებსა და ბავშვებს ეხმარებიან.