23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდებანოემბერი 19, 2017

23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ გიორგობა დღეს იქნება, ასევე, საყოველთაო ნათლობაც, რომელზეც 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.

“ხუთშაბათს არის ეროვნული დღესასწაული – გიორგობა. ქაშუეთში იქნება წირვა-ლოცვა. წირვა-ლოცვა აღევლინება აგრეთვე ყველა სხვა მოქმედ ტაძარშიც”, – განაცხადა პატრიარქმა.

IPN.GE