პატრიარქი გიორგობის დღესასწაულზე მაღალმთიანი აჭარიდან 300-მდე ბავშვს მონათლავსნოემბერი 19, 2017

გიორგობის დღესასწაულზე რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშვს მონათლავს. მოსანათლი ბავშვებიდან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.

ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს გაიმართა.

იმედინიუსი