იუბილარი პატრიარქი კირილი მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობსნოემბერი 20, 2017

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მოახლოებულ მეორედ მოსვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

პატრიარქმა კირილმა, რომელსაც დღეს 71 წელი შეუსრულდა, წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ კაცობრიობა, რომელიც ყელამდე ცოდვაშია, ქვეყნის აღსასრულს უახლოვდება.

მისი თქმით, ყველა ადამიანს, ვისაც სამშობლო უყვარს, ერთად უნდა იყვნენ, რადგან კაცობრიობა შედის „განვითარების კრიტიკულ პერიოდში“ და ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

„ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე ისტორიის მრისხანე წამებს, რის შესახებაც საუბრობს თავის გამოცხადებაში მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი“ – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, ქრისტიანული სწავლებით, ქვეყნის აღსასრულის დადგომა დამოკიდებულია თავად ადამიანებზე.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახლა ცოდვის დემონსტრირება ხდება ყველაზე მიმზიდველი საშუალებით. მისი თქმით, ეს ხდება კინემატოგრაფიისა და თეატრის მეშვეობით. პატრიარქის განცხადებით, ხელოვნება, რომელიც მოწოდებულია პიროვნების გასამდიდრებლად, იქცევა სიმძიმედ, რომელიც ადამიანს არ აძლევს შესალებლობას „აფრინდეს“.

„მხედველობაში მაქვს არა მთლიანად ხელოვნება, არამედ ის, რომელიც ბოლო წლებში აცხადებს თავის განსაკუთრებულ როლზე, უფლებაზე – მიიტანოს ადამიანებთან ცდუნება და ცოდვა, გზას ააცდინოს ადამიანები“ – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.