გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვას ქაშუეთის ტაძარში ჩაატარებსნოემბერი 22, 2017

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 10:00 საათზე დაიწყებს.