გიორგობას პატრიარქის ნათლული 670-მდე ბავშვი გახდებანოემბერი 22, 2017

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 51-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 670-მდე ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 33 236 ნათლული ჰყავს.

ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ, ნათლობის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.