სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელანოემბერი 23, 2017

წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელ დღეს ისტორიული გიორგობა უწოდა.

“ყველას გილოცავთ გიორგობას, ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

IPN.GE