მეუფე იაკობი მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დასახელებას ულოცავსნოემბერი 25, 2017

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიტროპოლიტ შიო მუჯირს პატრიარის მოსაყდრედ დასახელებას ულოცავს. ამასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი პოსტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს:

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე მის მოსაყდრედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა.
ვულოცავთ მეუფე შიოს ამ დიდ ნდობას და მაღალ წოდებას. უფალმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და შეაძლებინოს ამ მეტად საპასუხიმგებლო და საპატიო ჯვრის ღირსეულად ტარება” – წერს მეუფე იაკობი.