პეტრე კოლხი – ,,ვაზელინობა”ყველაზე მეტად შემოსილებს არ უხდებათნოემბერი 26, 2017

სასულიერი პირი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს: 

,,ვაზელინობა”ყველაზე მეტად შემოსილებს არ უხდებათ. არც პატრიარქთან, არც მოსაყდრესთან და არავისთან სიახლოვე, ან მანჭვა-გრეხა არ გვიშველის, თუ უსინდისო, ურწმუნო, გულღრძო და კაცთმოძულე ვიქნებით…” – წერს სასულიერო პირი.

მანამდე, ერთი დღით ადრე მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დასახელების შესახებ, მამა პეტრემ, ასევე, პოსტი გამოაქვეყნა:

“უწმინდესის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პროგრესული და გონივრულია. მაშინაც კი, როცა საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი აზრები მუსირებს. ბევრს ალოგიკურად ეჩვენება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში პატრიარქის არაერთი განცხადება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველა თამხმდება, რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო… ვფიქრობ, ასეა მეუფე შიოს შემთხვევაშიც… კრიტიკულად განწყობილი მხარეები ასისინდებიან, ადვილია განსჯაც, მაგრამ საინტერესო, არა კლანებად დაყოფილი დაჯგუფებების სახარბიელო მდგომარეობაა, არამედ ქვეყნის და ეკლესიის ინტერესები…
თანამედროვე პერიოდში, ყველაზე წამგებიანი მოსაყდრე, რომელიც ისედაც შერყეული ეკლესიის ავტორიტეტს უარესად გაანადგურებს, არის ორი უკიდურესობა-ზედმეტი ფანატიზმი, ან პირიქით, ურწმუნოებამდე დასული ლიბარალიზმი… ახალგაზრდა მღდელმთავარი წონასწორობას ჯანსაღად ინარჩუნებს და მჯერა მისი მომავალი საქმიანობა, საეკლესიო იერარქიასთან ერთად, მოსახლეობის მორწმუნე ნაწილისთვის, ისე ნიჰილისტებისთვისაც პოზიტიური იქნება…
ეკლესია არ არის მხოლოდ შემოსილების სამოქმედო ველი. ის ნებისმიერი ადამიანის უფლება და მდგომარეობაა…
მეუფე შიოს გამძლეობას, სიმტკიცეს, ადამიანური ტკივილების გაზიარებას, გონიერ გულისცემას ვუსურვებ… მას ამ ყველაფრის რესურსი გააჩნია. რესურსის გამოყენებას კი ცალკე ნიჭი უნდა და ვიმედოვნებ, რომ ამ ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული. თუმცა, მოსაყდრეობიდან პატრიარქობამდე ძალიან შორი გზაა…
იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება…” – წერს მამა პეტრე.