ეკლესიაში პორნო კლიპის გადაღებისთვის პროკურატურამ საქმე არ აღძრააგვისტო 16, 2017

ნიდერლანდების პროკურატურამ, იმ ორი მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, რომლებმაც სენტ ჯოზეფის ეკლესიაში ტილბურგში პორნო-კლიპი გადაიღეს.

სკანდალურმა ვიდეომ, რომელიც წლის დასაწყისში გადაიღეს, სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია. მსახიობების წინააღმდეგ სარჩელი ეკლესიის მოძღვარმა იან ვან ნოორვეგენმა შეიტანა.

პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერი, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია მორწმუნეებისთვის, მაგრამ ის არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მათივე ცნობით, უკვე რამდენიმე წელია, სამეფოში არ მოქმედებს კანონი მკრეხელობის შესახებ, რის გამოც სისლხის სამართლის საქმის აღძვრა შეუძლებელია.

ეკლესია პროკურატურის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და აქციების გამართვაც იგეგმება.