მეუფე იაკობი – ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებსდეკემბერი 1, 2017

ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი. როგორც მან განმარტა, შესაბამისი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია რა შედეგები მოყვება. ეს ჯგუფი არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

IPN.GE