პატრიარქის მოსაყდრე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს წირვას სიონში აღავლენსდეკემბერი 3, 2017

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, სიონში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვიროაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ხვალ არის დიდი დღესასწაული – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წირვა შესრულდება სიონის ტაძარში. წირვას შეასრულებს მოსაყდრე, მეუფე შიო”, – აღნიშნა პატრიარქმა.