პატრიარქის მოსაყდრემ საკუთარი მოვალეობები განმარტადეკემბერი 4, 2017

პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჟურნალისტებს მისი მოვალეობები განუმარტა. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მან განმარტა, რომ სხვადასხვა დავალებები მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე გამოჩნდება.

მეუფე შიოს კითხვით მიმართეს, განისაზღვრა თუ არა მისი მოვალეობები.

„ამ ეტაპზე შემდეგნაირად განისაზღვრა, რომ მივიღო მონაწილეობა წირვა–ლოცვებში უწმინდესთან ერთად. ასევე სხვაგან, სადაც გამაგზავნის და დამავალებს. ასევე იქნება სხვადასხვა დავალებები, რომელიც მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე, გზადაგზა გამოჩნდება. ჯერჯერობით ეს არის“, – აღნიშნა მეუფემ.