იუსტიციის სამინისტრომ “იეჰოველები” იმ ორგანიზაციებს განაკუთვნა, რომლებიც ექსტრემიზმის გამოა ლიკვიდირებულიაგვისტო 17, 2017

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “იეჰოვას მოწმეები” იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც ექსტრემიზმის გამოა ლიკვიდირებული. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იუწყება.

ორგანიზაციის გარდა, ლიკვიდირებულთა სიაშია მასთან დაკავშირებული 395 ადგილობრივი რელიგიური სტრუქტურა.

ცნობილია, რომ მანამდე რუსეთის სასამართლომ კანონიეროდ ცნო “რუსეთში იეჰოვას მოწმეთა მმართველობითი ცენტრის” ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.

სამინისტროს აზრით, აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ადამიანისა და საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.