თსუ-ში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართადეკემბერი 15, 2017

დღეს თსუ-ში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა.

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ შეკრებილ საზოგადოებას პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

“გილოცავთ ყველას უდიდეს დღეს. უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. აქ ითქვა, რომ ეს იყო განათლების და კულტურის კერა, მაგრამ მე მგონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასევე ეს იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერაც, რამეთუ მიუხედავად ათეისტური პერიოდისა, რომელიც გამოიარა უნივერსიტეტმა, პროფესურამ და სტუდენტობამ, ეს იყო კერა ჩვენი სულიერების გადარჩენისა. მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში და ეს გახდა საწინდარი შემდგომში ეკლესიის აღორძინებისა”, – აღნიშნა მეუფე შიომ და უნივერსიტეტი დალოცა.

IPN.GE