ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო – ილია მეორე ემიგრანტებსდეკემბერი 17, 2017

საპატრიარქოში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის შვედეთსა და ესპანეთში მცხოვრებ იმ ემიგრანტებს მიმართა, რომლებიც შეხვედრაში ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთნენ და მათ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ღონისძიებას პატრიარქთან ერთად დემოგრაფიული ფონდის დამფუძნებლები, დეპუტატები, უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. ჩვენ გელოდებით სამშობლოში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ დემოგრაფიული პრობლემა. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მხოლოდ თეორიულად ამის განხილვა არ კმარა“ – განაცხადა პატრიარქმა.