ნაზარეთში შობის დღესასწაულის აღნიშვნა იგეგმება – მერიდეკემბერი 17, 2017

ქალაქ ნაზარეთის მერმა არ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქალაქში, სადაც იესო ქრისტე დაიბადა, შობის დღესასწაულის აღნიშნვა არ იგეგმება.

მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო, ქალაქის მუსლიმმა მერმა ალი სალემმა განაცხადა, რომ ნაზარეთში შობის დღესასწაული არ აღინიშნებოდა.

„არ ვიცი, რატომ იფიქრა ხალხმა, რომ დღესასწაული არ აღინიშნება. ყველაფერი სტანდარტულად ჩატარდება. უკვე მოვასწარით 60 ათასი ადამიანის დაპატიჟება“ – განაცხადა მერმა ალი სალემმა.