დღეს იოანე დამასკელის ხსენებაადეკემბერი 17, 2017

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მე-7-მე-8 საუკუნეების უდიდეს მოღვაწეს, ღირს იოანე დამასკელს იხსენებს.

ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში.

ის დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით – 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.

იოანე დამასკელს ეკუთვნის მრავალი საგალობელი, საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „ცოდნის წყაროს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: „სიბრძნისმეტყველება“ („ფილოსოფიური თავები“), „მწვალებლობათა აღწერა“ და „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. საგალობლებს შორის უნდა გამოვყოთ „შენდამი იხარებს, მიმადლებულო“, რომელიც თავისი მარჯვენის სასწაულებრივი განკურნების სამადლობლად შექმნა.

იოანე დამასკელს ხატებზე თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელშიც მისი მოკვეთილი მარჯვენა იყო გახვეული და რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად.